
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
მადლი
დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სული
დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სული სიმშვიდითაა ღმერთში და დადის როგორც რომელიმე მშვენიერ ბაღში, რომელშიც ცხოვრობს უფალი და ღვთისმშობელი. მადლის გარეშე ადამიანი – ცოდვილი მიწაა, ხოლო მადლის ქვეშ მცხოვრები ადამიანი გონებით მსგავსია ანგელოზისა. ანგელოზები გონებით ემსახურებიან ღმერთს და უყვართ იგი, ასევე ადამიანმა გონებით უნდა ემსახუროს, როგორც ანგელოზმა. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც დღე და ღამე ზრუნავენ და ფიქრობენ, როგორ აამონ ღმერთს, რათა გახდნენ მისი სიყვარულის ღირსნი; ისინი გამოცდილებით და შეგრძნებით შეიმეცნებენ სულიწმიდის მადლს. მადლი ისე არ მოდის, რომ სულმა არ იცოდეს იგი და როცა იკარგება მადლი, სული ძლიერ მწუხარებს მასზე, ცრემლიანი დაეძებს მას; მშობლებს რომ დაეკარგოთ საყვარელი შვილი, წარმოიდგინეთ რა დაემართებათ მათ. სული, რომელსაც უყვარს ღმერთი დიდი ძალით და ნაღვლიანად დაეძებს უფალს ისე, რომ არც ახსოვს მშობლიური და საყვარელი ადამიანები.
|