
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ღმერთი გვაძლევს არა მარტო თავისას, რაც თავისთავად აღემატება ადამიანის გონებას, არამედ თავის თავს,
ღმერთი გვაძლევს არა მარტო თავისას, რაც თავისთავად აღემატება ადამიანის გონებას, არამედ თავის თავს, იგი ადამიანს ღმერთად ხდის მადლში. ამ ძღვენის წინაშე ყველა ადამიანური საქმე არ შეიძლება უსასრულოდ მცირე არ იყოს. უფალმა მოწყალების საქმისათვის მიგება განუზომლად მეტით აღგვითქვა, მაგრამ აქ ადამიანს აძლევს იმას, რასაც ვერაფერს შეადარებ, რასაც ანალოგი არა აქვს, იმას, რაც ყველა ადამიანურ ცნებას აღემატება: აძლევს საკუთარ თავს. რა დამსახურებებზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი? როგორ შეიძლება ღმერთი „გამოიმუშაო“, როგორ შეიძლება ჯილდოდ ღემრთი მიიღო? აქ არის საიდუმლო – ღვთაების მისტიკური სიყვარულისა ადამიანის სულისადმი. დანარჩენი კი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ამ სიყვარულის ხმობა გაგონილ იქნეს.
|