
ავტორი:
წმ. გრიგოლ სინელი
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ. ჯერ არს წმიდა სამებას შევიმეცნებდეთ შეურევნელს და განუყოფელს, ერთ ღმრთაებას, ერთს სამპიროვან ღმერთს – მამას, ძეს და სულიწმიდას. ხოლო უფალ იესო ქრისტეს დოგმატს ასე ვაღიარებდეთ: განკაცებული ძე ღმერთის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნებაა, ადამიანური და ღვთაებრივი, რომლებიც შეურევნელად და განუცალკევებლად არიან შეერთებულნი მასში; უფალ იესოს აქვს ორი ნება, საღმრთო და კაცობრივი, რომელთაგან ადამიანური ნება ღვთაებრივსაა დაქვემდებარებული. ჯერ არს ვაღიარებდეთ იესო ქრისტესში ამ ორ ბუნებას, შეურყვნელად შეერთებულსა და განდიდებულს.
|