ბიწიან იქმნება მარხვა ამპარტავნებისაგან, ვითარცა მარხვა ფარისეველისა ფარისეველის ამპარტავნებისათვის,

ბიწიან იქმნება მარხვა ამპარტავნებისაგან, ვითარცა მარხვა ფარისეველისა ფარისეველის ამპარტავნებისათვის, – მეზვერე რომ ამაღლდა და აყუედრა, – ბიწიან იქმნა და დაისაჯა, მეზუერე განმართლდა, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „გეტყვი თქვენ გარდამოვიდა განმართლებული მიერ სახით თვისად“. მმარხველნო, არამც ფარისეველის სიმაღლე არ მოიღოთ და სანატრელი შრომა არ წარწყმიდოთ. ქრისტე გიბრძანებსთ: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“. თვალით სახილველი სახეები გაქუს ამპარტავნებისა და სიმდაბლისა და ამითი განისწავლე; ამპარტავანი ფარისეველი დაისაჯა, ხოლო მდაბალი მეზუერე ცხოვნდა და მოციქული გასწავებსთ: „გამოიძიეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“.
 
თემატური კითხვები
3