ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე
ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე იტყვის: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა“; მაგრამ მეზვერეს რომ აყვედრა, და უთხრა: „არა ვარ მტაცებელი და მემრუშე, ვითარცა ესე მეზვერე“ – ამისთვის მისი მარხვა ბიწიან იქმნა და წარწყმდა. ფარისეველს არავინ დაემსგავსო, მმარხველმან მჭამელი არ განიკითხო, თორემ ფარისეველებრ დაისჯები. დიდს მოძღუარს პავლეს უსმინე: „არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ“.
|