ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მარხვა
ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება. ცხადად
ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: „წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება“. ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხუა მოცემული; თუ მარხუა მოცემული არ იყოს: „წმიდა ჰყავთ მარხვა“ ამას არ იტყოდა, მაგრამ მარხვა უფლისაგან არის მოცემული. როგორც ხორცისათვის საზრდელი მოცემული არის, აგრეთვე სულისთვის მარხუა საზრდელად არის მოცემული. ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს და მათდა შესაწევნელად საზრდელი მოსცა ღმერთმან. ოთხი სათნოების კავშირი სულს შეამტკიცებს, ეს იგი სიბრძნე, სიმხნე, სიწმიდე, და სიმართლე. ამათდა შესაწევნელად, მარხუა მოსცა ღმერთმან. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკუდება, აგრეთვე თვინიერ მარხვისა სული მოკუდება, ესე იგი, წარსწყმდება, ვითარცა ნაყროვანებით ესავ მოკუდა და წარსწყმდა. მაშ ღმერთს ორივე მოუცემია: საზრდელი – ხორცისათვის, მარხუა – სულისათვის.
|