ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მარხვა
და თუ ვინმე ამას იძიებ, რომ რათ დასდვა ღმერთმან მარხვა, აქ ერთი მაგალითი უნდა მოვიღოთ: მკურნალნი
და თუ ვინმე ამას იძიებ, რომ რათ დასდვა ღმერთმან მარხვა, აქ ერთი მაგალითი უნდა მოვიღოთ: მკურნალნი სნეულს დახედვენ, ჰსცნობენ, რომ საჭმელთაგან სენი შესულა მათში, ამისთვის რომლისამე საჭმლის მარხვას მისცემენ. აგრეთვე ღმერთმან იხილა კაცთა ბუნება, რომ პირველის მამის ადამის უგვანად ჭამისაგან კაცისა შორის ცოდვის სნეულება არის. ამ მიზეზისათვის სამკურნალოდ მარხვა მოგუცა. ჭამამან სნეულ ჰყო ბუნება ჩუენი, სამართალი არის მარხუამ უნდა განამრთელოს. მარხვა როგორ განამრთელებს ცოდვისაგან დასნეულებულს, ამისი მაგალითი ძველის წერილიდამ მოვიღოთ: ნინევის ქალაქი ცოდვისაგან ისე სნეული შეიქმნა, უნდა დაქცეულიყო. მაგრამ მარხვამ ისე განამრთელა, ერთი არა ვნებია–რა.
|