image

თემა: მრისხანება

თქვენი გაბრაზება N-ზე ცუდი პროგრესის მაჩვენებელია! გულის გარეშეც ხომ შეიძლებოდა საქმეზე ლაპარაკი. სიმანდვილეში, ქვეყნად არ არის საგანი, რომლის გამოც ღირდეს გაბრაზება. სულზე და მის სიმშვიდეზე ძვირფასი არაფერია! გაბრაზება ართმევს მას ამ სიმშვიდეს. აქ თვითონ ადამიანი აღიზიანებს საკუთარ თავს. უფრო აბუქებს, ზრდის თავის სულში სხვის დანაშაულს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება არ არის თავის მიმართ: და აფეთქდება ხოლმე. გულის სიღრმეში დევს საკუთარი თავისთვის მინიჭებული უფლება განსაჯოს და დასაჯოს სხვები ცოდვებისთვის (ნაცვლად საკუთარი თავისა). აი, ყველაფერი... ცოდვილად რომ შეიგრძნობდეს ადამიანი თავს, სხვებს არ გაუბრაზდებოდა. კარგია, რომ მრისხანების შემდეგ სიკვდილზე ფიქრი დაგიწყიათ. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ნურც მოეშვებით სამარეზე ფიქრს. იქიდან ევედრეთ უფალს შეწყალებას
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები