ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
იესოს ლოცვა ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომლის მეშვეობითაც ვეჩვევით ღვთის წინაშე სვლას... ლოცვის დროს მთავარია ყურადღებით გულში დადგომა და ყველგანმყოფი უფლის მოხმობა... კეთილგონივრული შინაგანი წესრიგის ფესვი ღვთისმოშიშებაა. მას განუშორებლად უნდა დავათარებდეტ... მისგან ყველაფერი მზადყოფნაშია, სხეულის ასოები და აზრები ვერ გალაღდებიან. ღვთისმოშიშება ცოცხალ გულს და ფხიზელ აზრს აღაშენებს.
ყოველტვის უნდა გვახსოვდეს და ვგრძნობდეთ, რომ სულიერ ცხოვრებასა და მის ყველა გამოვლინებაში წარმატება ღვთის მადლით მიიღწევა. სულიერი ცხოვრება მთლიანად ღმრთის ყოვლადწმიდა სულით აღეშენება. ის მაშინ აღივსება ძალით, როცა მას მადლი მოიხილავს.