
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო:
გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ [გვ. 78]
თემა:
ღვთის ხსოვნა
ღმერთი ყველგანაა და ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენ ახლოსაა და ჩვენშია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ყოველთვის
ღმერთი ყველგანაა და ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენ ახლოსაა და ჩვენშია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ყოველთვის მასთან, არ გაგვაჩნია მისი ხსოვნა და ამის გამო თავს უფლებას ვაძლევთ და ბევრ ისეთ რამეს ჩავდივართ, რასაც არ ვიკადრებდით, ღვთის შიში რომ გვქონდეს. იღვაწეთ, მიეჩვიეთ ღვთის ხსოვნას! კანონად დაიწესეთ, გონებით გულში ყოველთვის ღმერთთან იყავით. აზრებს არ მისცეთ ხეტიალის საშუალება, როგორც კი გაიბნევიან, მაშინვე დააბრუნეთ, აიძულეთ, ისხდნენ სახლში და გულის აუნჯეში ესაუბრებოდნენ ყოვლადუტკბილეს უფალს.
ამის თაობაზე გიგზავნით პატარა წიგნს: "წერილები სულიერი ცხოვრების შესახებ" - რომელიც ხელს შეუწყობს თქვენში ლოცვითი განწყობის აღძვრას და ღვთის წინაშე გულში ყურადღებით დამკვიდრებას.
ამის თაობაზე გიგზავნით პატარა წიგნს: "წერილები სულიერი ცხოვრების შესახებ" - რომელიც ხელს შეუწყობს თქვენში ლოცვითი განწყობის აღძვრას და ღვთის წინაშე გულში ყურადღებით დამკვიდრებას.
|