წმ. თეოფანე დაყუდებული

როდესაც ღვთის ხსოვნა ძვალ-რბილში გაგიჯდებათ, მაშინ ქრისტეც ჩასახლდება თქვენში და ეს ერთდროულად

როდესაც ღვთის ხსოვნა ძვალ-რბილში გაგიჯდებათ, მაშინ ქრისტეც ჩასახლდება თქვენში და ეს ერთდროულად მოხდება.
    აჰა, ნიშანი, რომლის მიხედვითაც დარწმუნდებით, რომ ამ საკვირველმა საქმემ თქვენში აღსრულება დაიწყო, ესაა საგრძნობლად თბილი გრძნობა უფლისადმი. თუ შეასრულებთ ყოველივე ზემოაღწერილს, მაშინ ასეთი გრძნობა თქვენშI მალე წარმოჩნდება, თანდათან გახშირდება, ხოლო შემდგომ უწყვეტიც გახდება. ეს გრძნობა ტკბილია და ნეტარი; მისი გაჩენისთანავე გვეუფლება სურვილი, რომ არ განეშოროს ის გულს, რამეთუ მასშია სასუფეველი.
    გსურთ, მალე დამკვიდრდეთ ამ სასუფეველში? მაშინ ასე მოიქეცით: თუ ლოცულობთ, მანამ არ მიატოვოთ ლოცვა, სანამ გულში რაიმე ღვთისადმი გრძნობა არ აღგეძვრებატ - კრძალვის, მინდობის, მადლიერების, ღვთის სიდიადის განცდის, სიმდაბლის და შემუსვრილების ან უშფოთველობისა და სასოების. როცა ლოცვას კითხულობთ, ნუ მიატოვებთ კიხთვას, სანამ ამოკითხულ ჭეშმარიტებას არ შეიგრძნობთ. ეს ორი გრძნობა შეათბობს ერთმანეთს და თუ ყურადღებით იქნებით, ისინი მთელი დღეც კი გამყოფებენ თავისი ზემოქმედების ქვეშ. შეეცადეთ, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ ეს ორი წესი და ნახავთ, რაც მოხდება.
 
0