წმ. თეოფანე დაყუდებული

ლოცვა მარტო იმას არ ნიშნავს, ვიდგეთ ლოცვაზე. გონებისა და გულის მოკრება, ღვთისაკენ მიმართვა და

ლოცვა მარტო იმას არ ნიშნავს, ვიდგეთ ლოცვაზე. გონებისა და გულის მოკრება, ღვთისაკენ მიმართვა და მისწრაფებაუკვე ლოცვაა. ლოცვასაც და დგომასაც თავ-თავისი წესი და რიგი აქვს. გზა ღვთისკენ მისი მუდმივი ხსოვნისა და ასევე, უკანასკნელი სამსჯავროს ხსოვნის მიჩვევაა. აი, ასე მოწესრიგდით და ყველაფერი კარგად წარიმართება. ამას ჰქვია, ღმერთს მიუძღვნათყოველი ჩვენი შინაგანი ნაბიჯი... ნაბიჯებს მცნებათა მიხედვით უნდა ვდგამდეთ. ამისათვის კი მცნებები უნდა ვიცოდეთ. აი, ყველაფერი!.. ყოველი შემთხვევა შეიძლება შეჯერებული იქნეს მცნებებთან და შესაბამისად, ჩვენი შინაგანი მოქმედება ღმერთს მიეძღვნას. ასე მთელს ჩვენს ცხოვრებას მივუძღვნით ღმერთს. კიდევ რა მოგვეთხოვება? - არაფერი. ხედავთ რა მარტივია? მოშურნეობა ცხოვრებისადმი თქვენ გაქვთ... როცა არის მოშურნეობა, ის მტკიცდება ცხოვრების დაუცხრომელი ძიებით. ყველანაირად უნდა გავურბოდეთ გულის გაციებას, რომელიც დავიწყებით იწყება... გვავიწყდება ღვთის სიკეთენი ჩვენს მიმართ, თავად ღმერთი და ჩვენი ხსნა; ღვთის გარეშე ყოფნის საშიშროება და სიკვდილის ხსოვნაც გვტოვებს. ერთი სიტყვით, მთლიანად იხურება სულიერი სივრცე. ეს ხდება არამარტო მტრის სივერაგიტ, არამედ საქმიანობისას აზრების გაფანტვის, საზრუნავებისა და ადამიანებთან მრავლისმეტყველების გამო. როცა ეს ყველაფერი გროვდება, გული ცივდება და სულიერი განწყობის მიმართ თანაგრძნობა ქრება... ესაა უგრძნობელობა. ხოლო როცა ის თავს წამოყოფს, მასთან ერეთად წარმოიშობა სიზარმაცისა და დაუდევრობისაკენ მიდრეკილება... ამის შემდეგ ხდება სულიერი საქმიანობის დროებით გადიდება, ხოლო შემდგომ მთლიანად მიტოვება და იწყება ისევ ძველი - უდარდელი, უსაგნო, ღვთის დავიწყებაში მყოფი, თვIტკმაყოფილი ცხოვრება. ტუმცა ამ დროს რაიმე უჯერო შეიზლება არც არაფერი ხდებოდეს, მაგრამ ღმერთი არ გახსოვს! ეს ცარიელი ცხოვრებაა!
    თუ არ გსურთ ამ უფსკრულში მოხვედრა, მაშინ უფრთხილდიტ პირველ ნაბიჯს - დავიწყებას. ამიტომ მუდმივად ღვთის ხსოვნა გქონდეთ, ან იმისა, რაც ღვთისგანაა და რაც ღმერთს ეხება. ღვთის ხსოვნა აძლიერებს ამ ბოლო ორ განცდას, ხოლო ერთისაც და მეორისგანაც მუდმივად ნარჩუნდება მოშურნეობა. ეს უკვე ცხოვრებაა!
 
3