ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მარხვა
საყვარელო, მარხუა ანგელოზის მსგავსება არის და თუ მისთვის იმარხავ, რომ ანგელოზს ემსგავსო, ანგელოზი
საყვარელო, მარხუა ანგელოზის მსგავსება არის და თუ მისთვის იმარხავ, რომ ანგელოზს ემსგავსო, ანგელოზი მჭამელს არ აყუედრებს. ელია ხორცსაც სჭამდა და პურსაც, მაგრამ ანგელოზი არათუ აყუედრებდა, თვითვე ანგელოზი მოუტანდა ამაებს. ანგელოზი არ აყუედრებს და შენ აყუედრებ, ეგ მარხუა ანგელოზის თვისება არ არის; ესე ვგონებ, უფრო ფარისეველის თვისება არის. თუ ამისთვის აყუედრებ, რომ მარხვის სწავება გნებავს, სწავლა ყუედრებით არ უნდა, უფროსად სიტკბოებით უნდა ასწაო.
|