
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ
დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულობითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასეა: ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრავალგანზომილებიანი ხდება და ადამიანი წარსულის დაუკარგავად აწმყოს აფართოებს. ამ აწმყოში მადლთან მიერთებით ყოფიერების ახალი მოცულობანი, აღქმის ახალი ტევადობა იხსნება. დრო - ეს გადასხვაფერებაა. გადასხვაფერება კი დანაკარგთანაა დაკავშირებული. მარადისობაში ახალი უდანაკარგოდაა. მარადიოსობა - ჭეშმარიტი მყოფობაა, დრო კი ეტაპია. დრო არ გადადის მარადისობაში, მარადისობა - დროში, დრო მარადისობის ფონზე გადის. ეს ჩამოყალიბების პერიოდია, მარადისობის მუცლადყოფნის პერიოდი.
|