
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში წმიდანობა - ეს არ არის სტატიკა, არამედ ღვთაებრიობისადმი საუკუნო მიახლებაა, სულიერ საფეხურებზე მარადიული აღსვლაა, ღვთაებრივი ნათლით საუკუნო გაბრწყინებაა (ის, რასაც ასკეტიკის ენაზე განღმრთობა ეწოდება) მეტი ძალითა და ინტენსივობით. ამ ნათელში ადამიანი ფერს იცვლის და სულ უფრო უნარიანი ხდება ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტისა. ამის გამო თვითონაც გაცილებით მშვენიერდება კრისტალივით, რომელშიც ამომავალი მზის სხივები ირეკლება და ციმციმებს.
|