არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში

ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
    მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ: იქ არ არის პერიოდები, რომელებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არ არის უძრაობა, სტატიკა, არამედ მოძრაობაა, დინამიკაა, ოღონდ დროში მოძრაობისაგან განსხვავებული ხასიათის.
 
6