თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვენისა, მაგრამ მასში განმტკიცება ჩვენს ხელთ არ არის, არამედ უფლის ნებაა, უფალი გვიფარავს არა ღვაწლისათვის, არამედ სიმდაბლისათვის: "სადაც დაცემა აღსრულდა, იქ მანამდე ამპარტავნება უფლობდა" - ამბობს კიბისაღმწერელი.
|