მოთმინების სარბიელი ფართოა და იგი ადამიანის ცხოვრებას მთლიანად გასდევს, ისევე, როგორც მოიცავს
მოთმინების სარბიელი ფართოა და იგი ადამიანის ცხოვრებას მთლიანად გასდევს, ისევე, როგორც მოიცავს ზოგადად კაცობრიობის მიწიერ ცხოვრებას. მოთმინებით ადამიანი მოიპოვებს და დაიმარხავს სიკეთეს, წარემატება თავგამოდებაში, აღისრულებს წადილს, უვნებლად დაძლევს ყოველგვარ ჭირს. მოთმინების დაკარგვისთანავე იგი აღმოჩნდება სიკეთის დაკარგვის საშიშროების წინაშე, ვნებას მიაყენებს ბოროტება, ან რაც კიდევ უფრო უარესია, თვითონ შეიქნება ბოროტების ჩამდენი. მოთმინების გარეშე არ არსებობს ღვაწლი, ღვაწლის გარეშე კი არ არსებობს არც სათნოება, არც სულიერი ნიჭები, არც ცხონება. რამეთუ `სასუფეველი ცათა იიძულების” (მთ. 11, 12).
|