
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
მღვდლობა
ღვდლებს რომ ვპასუხობ, როცა ისინი მეკითხებიან, თუ როგორ დაეხმარონ მრევლს და საერთოდ, როდესაც
ღვდლებს რომ ვპასუხობ, როცა ისინი მეკითხებიან, თუ როგორ დაეხმარონ მრევლს და საერთოდ, როდესაც ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც მოძღვრის პასუხისმგებლობა აკისრიათ, შემდეგ ვუსვამ ხაზს: უნდა ეცადოთ, რომ მუშაობდეთ საკუთარ თავზე. საჭიროა, აღასრულებდეთ ლოცვის კანონებს, მაგრამ მარტო ამით ნუ შემოიფარგლებით, სულიერად იღვაწეთ, ნორმის გადაჭარბებით, რომ ყოველთვის გქონდეთ სულიერი კაპიტალი. საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა, ეს ჩუმი ღწვაა მოყვასისათვის იმიტომ, რომ კეთილი მაგალითი თვითონ მეტყველებს საკუთარ თავზე. და როდესაც ადამიანები ბაძავენ კეთილს, რომელსაც ისინი ხედავენ, გამოსწორდებიან კიდეც. თუ სულიერ სიმდიდრეს არ მოიხვეჭთ, რომელიც იმისთვისაა აუცილებელი, რომ „სულიერი პროცენტით“ იცხოვროთ, როდესაც მოგიხდებათ, რომ სხვებისთვის (სულიერად) „ტყუილად“ იმუშაოთ, ყველაზე საცოდავები და შესაბრალისები იქნებით. ამიტომ დროის ამაოდ ფლანგვად ნუ მიიჩნევთ საკუთარ თავზე მუშაობას, როგორიც არ უნდა იყოს ეს სამუშო: მოკლე, ხანგრძლივი თუ გამუდმებული - მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს საიდუმლო ღვაწლი ხომ ფლობს თვისებას: ადამიანების სულებში ღვთის სიტყვის საიდუმლო ქადაგება აღასრულოს. მადლშემოსილი ღვთის კაცი კი საღმრთო მადლს სხვებსაც გადასცემს და ხორციელ ადამიანებს ცვლის. ვნებათა მონობისაგან ათავისუფლებს, ამით ღმერთთან აახლოებს მათ და ისინი ცხონდებიან.
|