სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭედელს რკინა, ესრეთ შეგივრდები წმიდაო მამაო, შენდამი მორჩილებით“ - ეუბნებოდა მორჩილი ისიდორე მოძღვარს (კიბე. 4, 23). „თუ დაიცავ საღმრთო მცნებებს, სიტყვას გაძლევ, რომ პასუხს ვაგებ შენთვის განკითხვის დღეს, როდესაც განიკითხავს უფალი საიდუმლოთა კაცთასა“ (ბარსანოფი დიდი). დაახლოებით ასეთი აღთქმა დაიდო ოდესღაც მორჩილსა და მოძღვარს შორის. ამჟამადაც მსგავსი აღთქმა უნდა დაიდოს სულიერ მოძღვარსა და ქრისტიანს შორის. თუ სიტყვასიტყვით ასეთი არ იქნება, შინაგანი განწყობა და დამოკიდებულება ასეთი უნდა იყოს.
|