
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა:
მოთმინება
აწ გამოვიძიოთ და ვიხილოთ, თუ რავდენი სარგებელი აქუს მოთმინებასა. და არა ხოლო თუ ერთსა საქმესა ზედა
აწ გამოვიძიოთ და ვიხილოთ, თუ რავდენი სარგებელი აქუს მოთმინებასა. და არა ხოლო თუ ერთსა საქმესა ზედა ოდენ სახმარ არს იგი, არამედ ფრიად მრავალსა: მოთმინე მხიარულ არს ჭირთა მოწევნასა, და გამოიცადის იგი განსაცდელთა შემთხუევასა, და განმზადებულ არნ იგი ყოველთა მორჩილებად; მოთმინე განშუენდის სულგრძელებითა და სავსე არნ სიყუარულითა და მავნებელთა ჰლოცავნ; დუმილსა იმარხავნ და წიგნის კითხვასა სურვიელ არნ; მარხვასა მოსწრაფე და ლოცვასა გულმოდგინე, ხელთ საქმარსა უცონელ და მიცემა-მოღებასა მარტივ; ყოველსა ბრძანებასა მორჩილ და სიტყვის გებასა სულგრძელ, და, თუ რასმე საქმესა ზედა დაიდგინის, სარწმუნო იპოვის. მსახურებასა მხიარულ არნ და ძმათა განსუენებასა ტკბილ და განზრახვასა ბრძენ; ღამის თევასა მოხარულ და უცხოთა შეწყნარებასა განკრძალულ; სნეულთა მოღვაწე და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელ
|