
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წმიდაო, დამლოცე, რომ ვიხილო უფალი ზეციურ (დიდებაში) სამეუფოში" ხოლო მოძღვარი ეტყვის: "წადი შვილო, უცქირე უფალს", აუხდება მას მოძღვრის კურთხევა, იმიტომ რომ სულიწმიდა ცაში და დედამიწაზე ერთი და იგივეა.
|