
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავისი უწმიდესი სისხლით, ცხრა თვე საშოთი ატარა და თავისი რძით ზრდიდა. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დედის მორჩილი, როგორც ჭეშმარიტი კანონმდებელი მეხუთე მცნებისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ" (გამოს. 20.12) და კიდევ: "ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ" (იგავ. 1, 8). ან კიდევ: "მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.
|