მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და

მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება. მორჩილება საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ სულიწმიდის მადლით ეხსნება ადამიანს, იგი არის ეკლესიის ცხოველმყოფელობისა და საიდუმლოების საფუძველი. მორჩილება, როგორც საკუთარი გონებისა და ნების უარყოფა, შეიძლება ღვთის განგებულების საწინააღმდეგო მოქმედებად მოგვეჩვენოს. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და სწორედ ამ თავისუფლებით ადამიანს ღვთაებრივი მეუფებისაკენ ანუ განღმრთობისაკენ მოუწოდა. შენ კი შენი ნება და გონება სხვა ადამიანს, თუნდაც წმინდანს უნდა დაუქვემდებარო. ეს ბევრს დააბნევს და საძირკველს გამოაცლის. ბევრს ამგვარი ნაბიჯი ჯურღმულში გადაჩეხად, საკუთარი პიროვნების დაკარგვად, ყველაზე საზარელ მონობაში ჩავარდნად და თავის განადგურებად მოეჩვენება; მაგრამ მათ, ვინც სარწმუნოებით მიჰყვა ეკლესიის სწავლებას და ამ სწავლების სულისკვეთებით განახორციელა ეს უარყოფა, მორჩილება ზეგარდამო მონიჭებულ გამოუთქმელ სიკეთედ მოევლინა. მორჩილი შეიძლება შევადაროთ არწივს, თავისი მძლავრი ფრთებით დიდ სიმაღლეზე აფრენილს, რომელიც ამ სიმაღლიდან უზარმაზარ სივრცეს ჭვრეტს. ის ამ დროს გრძნობს თავის უსაფრთხოებას, ბოლომდე ფლობს ამ სიმაღლეს, რომელიც სხვათათვის მიუწვდომელი და შიშის მომგვრელია. მორჩილი სიყვარულით, სიხარულით და მზადყოფნით ანდობს საკუთარ ნებასა და გონებას სულიერ მოძღვარს, რითაც თავისუფლდება ამქვეყნიური საზრუნავის უმძიმესი ტვირთისაგან და შეიმეცნებს ფასდაუდებელს - ღვთაებრივ სიწმიდეს.
 
თემატური კითხვები
0