
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
მორჩილება
მორჩილების ბევრი სახეობა არსებობს. ერთნი მორჩილნი არიან და ყველაფერში საკუთარ თავს ჰკიცხავენ, ესეც
მორჩილების ბევრი სახეობა არსებობს. ერთნი მორჩილნი არიან და ყველაფერში საკუთარ თავს ჰკიცხავენ, ესეც მორჩილებაა. მეორე ინანიებს თავის ცოდვებს და ღმერთის წინაშე თავს თვლის საშინელ დამნაშავედ, ესეც მორჩილებაა. მაგრამ სხვაა მორჩილება იმისა, რომელმაც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით; მას სხვაგვარი მორჩილება აქვს, სხვაგვარი შეგრძნება. როცა სული სულიწმიდით დაინახავს უფალს, როგორი თავმდაბალი და მორჩილია იგი, მაშინ ისიც მორჩილი ხდება ბოლომდე: და ეს სრულიად განსაკუთრებული მორჩილებაა, ვერავინ ვერ შეძლებს მის აღწერას, იგი შეიმეცნება მხოლოდ სულიწმიდით.
|