
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: გარეგნული სიმშვიდე
ჯერ-არს უკუე, ძმანო ჩემნო, გლოვაი და მწუხარებაი მისთვის, რომლისა თანა არა არს სიმშვიდე, რამეთუ სავსე არს იგი ყოვლითა მედგრობითა და უკეთურებითა, და სული წმიდაი იტყვისეგევითარისათვის, ვითარმედ: "ნუ გშურნ უკეთურთაი, რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ". და კუალად უფალი იტყუის, ვითარმედ: "კაცმან უკეთურმან საუნჯისაგან გულისა თვისისა გამოიღის ბოროტი". რამეთუ კაცსა უკეთურსა ეშმაკი არა უხმს, რამეთუ იგი თვით თავისა თვისისა ეშმაკ არს