თემა:
მორჩილება
მორჩილება არის საძირკველი, მასზედ აღშენდება სათნოებათა შენობა. ამიტომ, ისევე როგორც საძირკვლის
მორჩილება არის საძირკველი, მასზედ აღშენდება სათნოებათა შენობა. ამიტომ, ისევე როგორც საძირკვლის გარეშე შეუძლებელია სახლის შენება, ასევე წარმოუდგენელია სათნოებათა დამკვიდრება იმ ადამიანში, რომელსაც მორჩილება არ გააჩნია. ამის შესახებ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი წერს: "უმჯობესია მორჩილი განდევნო სავანიდან, ვიდრე მას საკუთარი ნება-სურვილების აღსრულების უფლება მისცე". "თუ მეკითხები, შეისმინე კიდეც ჩემი. თუ არ მმორჩილებ ნუ მოხვალ ჩემთან" - ამბობს ბერი ლეონიდე ოპტინელი.
|