
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: გარეგნული სიმშვიდე
აწ უკუე მღვიძარე იყუენით, რაითა არა გეუფლოს თქუენ ვნებაი ესე და მისსა შემდგომად თავსა თვისსა აბრალებდეთ. კაცსა უკეთურსა მარადის უხარინ ბოროტსა ზედა, რამეთუ სავსე არნ ზაკუვითა და მედგრობითა, მარადის შფოთ არნ, მარადის ირისხვინ, მარადის მოწყინე არნ, მარადის მოშურნე არნ, მარადის მასმენელ არნ. უკუეთუ მსახურებაი ებრძანის, ურჩ ექმნის. უკუეთუ ვინ სიტყუა-უგის, აღშფოთნის; უკუეთუ ჰკითხის რაიმე ვინ, ბოროტისა განმზრახველ უქმნის; უკუეთუ ვინმე წარმართებულად იხილის, დაუმძიმდის; უკუეთუ ვინმე ქველის საქმედ იხილის, დაჰხსნინ და ყოვლადვე ყოველთა მაშფოთებელ არნ. სწუნობნ წრფელთა და ჰბასრობნ მდაბალთა, ეკიცხევნ სულგრძელთა, ჰყუედრინ გლახაკთა და აგინებნ უცხოთა, და შემწე არნ ბოროტის მოქმედთა და არნ იგი ლოცვასა სულ-მოკლე, მღვიძარებასა მოწყინე, მარხვასა დახსნილ და ყოველსავე კეთილსა საქმესა უძლურ. და ჭეშმარიტად საწყალობელ არს, რომლისა თანა არიან ესევითარნი ვნებანი