
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
მორჩილება
ისწავლო ქრისტესმიერი მორჩილება - ეს არის უდიდესი სიკეთე; ადვილი და საამოა მორჩილების დროს ცხოვრება.
ისწავლო ქრისტესმიერი მორჩილება - ეს არის უდიდესი სიკეთე; ადვილი და საამოა მორჩილების დროს ცხოვრება. მხოლოდ მორჩილს ეცხადება უფალი სულიწმიდით; თუ არ ვიქნებით მორჩილი, ღმერთს ვერ ვიხილავთ. მორჩილება არის ნათელი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ნათელი - ღმერთი. უფალმა მასწავლა მე, ვამყოფო თავი ჯოჯოხეთში და არ წარვიკვეთო სასო. ასე ხდება მორჩილი ჩემი სული, მაგრამ ეს კიდევ არ არის ნამდვილი მორჩილება, რომლის აღწერა შეუძლებელია. როცა სული მიდის ღმერთისკენ, შიშში იმყოფება, მაგრამ როცა დაინახავს უფალს, მისი დიდების სილამაზის დანახვაზე გამოუთქმელად ხარობს და ღმერთისადმი სიყვარულით, სულიწმიდის სიტკბოებისაგან მთლიანად ავიწყდება დედამიწა. ასეთია სამოთხე უფლისა. ყველანი იქნებიან სიყვარულში და ქრისტესმიერი მორჩილებისაგან ყველა იქნება გახარებული თუ სხვას დაინახავს თავის თავზე მაღლა. ქრისტესმიერი მორჩილება უმცირესში სახლობს; ისინი გახარებულნი არიან, რომ უცმირესნი არიან. ასე შემამეცნებინა ეს უფალმა.
|