წმ. ეფრემ ასური - სიცრუე
წმ. ეფრემ ასური

თემა: სიცრუე

ვაი არს კაცისა მის საწყალობელისა ცრუისა და მზაკვარისა და მატყუვარისა, რომელი მსგავს არს ეშმაკისა, რამეთუ ეშმაკი დასაბამითგან მტყუვარი არს, და ყოველი ტყუვილი და სიმწარე თესლისა მისისაგან აღმოცენებულ არს. და არს იგი მოძულებულ ღმრთისაგან. და ვინმე არა სტიროდის და მისცეს ვაებაი და ცრუსა და მტყუვარსა, რამეთუ არა არა ოდეს წარემართის საქმე მისი კეთილისა მიმართ; კაცი მტყუვარი მარადის მაგზებელ არს ძმათა შორის შფოთისა და ლალვისა, და არს იგი განვლეველ სათნოებისა, ვითარცა გესლი რკინისა. რამეთუ ტკბილად ისმენნ სიტყუასა და შეჰძინის ბოროტნი სიტყუანი ტყუვილით და მიმოჰქონედ ზრახვანი საშფოთებელნი და ვითარცა ძღუენსა სათანადოსა მიუძღუნებნ გულსა წრფელთასა აღაგზნებნ მათ მანკიერებად, და იგი იხარებნ ამას ზედა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები