
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა-საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? იმიტომ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე - საჩუქარია უფლისა, ისევე, როგორც „კეთილსურნელება ჰაერთა“, ნაყოფთა სიუხვე, წვიმაც, ჯანმრთელობაც და თვით სიცოცხლეც. ამიტომაც ვევედრებით ყველა კეთილი საჩუქრის მომნიჭებელს, მოგვანიჭოს მშვიდობა დედამიწაზე.
|