
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ“ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა უნდა სთხოვოთ ღმერთს და უფალი მისცემს მთხოვნელს, ხოლო როცა მივიღებთ მას, საჭიროა წმიდად დავიცვათ იგი და გავამრავლოთ; ვინც არ მიეცა უფლის ნებას მწუხარებაში, იგი ვერ შეიცნობს ღვთის გულმოწყალებას; თუ გეწვევა შენ საფრთხე, ნუ გაიტეხ გულს, გახსოვდეს, რომ უფალი მოწყალედ გიცქერის შენ.
|