მეოთხე მცნება შაბათის დაცვას ეხება, სიტყვასიტყვით - საეკლესიო დღესასწაულთა გამოყოფას ჩვეულებრივი,
მეოთხე მცნება შაბათის დაცვას ეხება, სიტყვასიტყვით - საეკლესიო დღესასწაულთა გამოყოფას ჩვეულებრივი, სადაგი დღეებისაგან. შაბათი - ეს არის ღვთისადმი მიძღვნილი დღე, რომელიც სიმბოლურად საუკუნო ცხოვრებას ნიშნავს. ძველი აღთქმის მასწავლებელთა აზრით, ერის ისტორიული ბედ-იღბალი და მესიის მოსვლა შაბათის ზუსტ აღსრულებაზე იყო დამოკიდებული „მოიხსენე დღე შაბათთა წმიდა ყოფად მისსა“ (გამოს. 20.8).
|