
ავტორი:
წმ. გრიგოლ პალამა
თემა:
მშობლები
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა (გამოსვლათა, 20.12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (გამოსვლათა, 20.12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შემოუყვანიხარ ღმერთს ცხოვრებად. ღმერთის შემდეგ ხომ ისინი არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომაც ღმერთის კვალად შენს ხორციელ მშობლებს მიაგე საფერი პატივი და ისე გიყვარდეს ისინი, რომ ეს ღმერთის სიყვარულში შეგეწიოს; ხოლო თუკი ვერ იქმ ამას და მშობლების სიყვარული, პირიქით შემოქმედი ღმერთის სიყვარულს განაგრილებს შენს სულში, მაშინ განერიდე მათ; თუკი შენი მშობლები დაბრკოლებად შეგექმნებიან ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი რწმენის გზაზე, მაშინ არათუ უნდა განერიდო მათ, არამედ ზურგიც უნდა აქციო და განეშორო! და ასე უნდა მოიქცე, საერთოდ, ყველა იმ ადამიანის მიმართაც, რომლებიც ღმერთთან მისვლაში გიშლიან ხელს და მის თაყვანისცემაში გაბრკოლებენ.
|