არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მრუშობის ცოდვა მრავალსახოვანი და მრავალფეროვანია. გულისთქმა, რომელსაც ადამიანი არ ებრძვის, უკვე

მრუშობის ცოდვა მრავალსახოვანი და მრავალფეროვანია. გულისთქმა, რომელსაც ადამიანი არ ებრძვის, უკვე მრუშობაა. ის მღვრიე დინებას ჰგავს, რომელიც ადამიანის თვალებიდან მოედინება, თითქოს ერთი ადამიანის შეხედვამ მეორე ადამიანს წებოვანი, მყრალი ტალახი შეაფრქვია. მრუშობამ შესაძლოა თავი ხმის ჟღერადობაშიც იჩინოს, ზოგჯერ ადამიანი ერთი შეხედვით სუფთასა და წმიდაზეც კი საუბრობს, მაგრამ თვით მის ხმაში და სუნთქვაში დაფარული ავხორცობა გამოსჭვივის. ზოგჯერ თავის მოძრაობა ან ღიმილი უტყვი ნიშანია იმისა, რომ ის შინაგანად მზადაა მრუშობისათვის.
 
თემატური კითხვები
0