
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
უფალმა დაგვიწესა: ნუ განიკითხავთ (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედისათვის; ისე ვსაუბრობთ მასზე, ვითომდა მისი სულის საიდუმლოს ვხედავდეთ, ან მთელი მისი ცხოვრება ჩვენს წინ იყოს გადაშლილი. ადამიანზე ჩვენს გამონაგონს, არასწორს და მერყევს, დამყარებულს არა იმდენად ფაქტებზე, რამდენადაც მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე, სიმპათიაზე ან ანტიპათიაზე, ვამტკიცებთ როგორც სინამდვილეს.
|