გამოცდილებამ ცხადყო, რომ ყოველგვარი მწუხარების დასაძლევად, რომელიც სულს მოიცავს, ფრიად სასარგებლოა

გამოცდილებამ ცხადყო, რომ ყოველგვარი მწუხარების დასაძლევად, რომელიც სულს მოიცავს, ფრიად სასარგებლოა კრძალვით მოიგონო ჩვენი მაცხოვრის, უფალ იესო ქრისტეს მხსნელი ვნებები. მუდამ გახსოვდეს როგორ მისცა იგი იუდეველებს მისმა მოწაფემ, მისი ბრძნული და თავმდაბლური დუმილი სამსჯავროზე პილატეს წინაშე, ყვრიმლისცემა, ურიცხვი იარები მის უწმიდეს სხეულზე, ეკლის გვირგვინი, მიმსჭვალვა ჯვარზე და გვერდის განღება ლახვრით. გაიხსენე, როგორი სრული მოთმინებით დაითმინა ყოველივე და ბოლოს როგორ ილოცა მტრებისთვის, რითაც გვიჩვენა სრული უბოროტობა თვისი. თუკი შენს დამწუხრებულ გონებას ჩვენთვის ჯვარცმული უფლის ნაკვალევზე წარმართავ, იგი შეგეხმიანება და გეტყვის: "უსასრულოდ მცირეა შენი მწუხარება იესო ტკბილის ვნებასთან შედარებით".
 
თემატური კითხვები
6