
წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 97]
თემა:
ქრისტიანობა
იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ
იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მხოლოდ შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება, ეს მოძღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფა-ქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქეობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტიანის საქციელს, - სასიხარულო იქნება იგი საქციელი თუ სამწუხარო, საოჯახო თუ საზოგადო, სასულიერო თუ სახორციელო.
|