აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს და პირუტყვისაგან

აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა, როგორც ღმერთმან განუჩინა საზრდელის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად არ მიიღებენ საზრდელს; ღმერთმან ამისთვის მოსცა საზრდელი და ამისთვის განუჩინა, რათა ხორცის არსება კეთილად დაცულ იქმნას. ნაყროვანი არსების დამცველად არ ხმარობს საზრდელს, უფროსად სულთა და ხორცთა მავნებელად, ვითარცა ზემო ვთქუ. კაცს რომ საზრდელი მოსცემია ღვთისაგან, ნაყროვანი ისე არ ხმარობს საზრდელს; მოცემულისაგან გარეშე სხვად რადმე ბოროტად ჰხმარობს. ღმერთმან კაცს საზრდელი მისაღებელად მოსცა, ვითარცა ჰრქუა ადამს: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურა შენსა", უფლისა სიტყუა ასე არის: "სჭამდე"; ნაყროვანთა ამისთვის ეზედწოდა "ნაყროვან", ვინათგან შთაყრიან ნაყარსა მუცელთა შინა თვისთა. სიტყვიერმან კაცმან ჭამა არ უწყოდეს, საძაგლად რადმე ჰყრიდეს თავის თავში, ამისგან უფრო უშუერი რა უნდა იქმნეს?! მაგრამ უდიდესი და უსაშინელესი უშუერება ჰსჩანს ნაყროვნისა შორის; ეს უშუერება ჰსჩანს: ნაყროვანი ყოვლითურთ ეშმაკის მსგავსი არის; ეშმაკს რვთის მცნება ჰსძაგს, - ნაყროვანსაც ღვთის მცნება (ესე იგი მარხუა) სძაგს; ეშმაკს სძულს კაცი, ნაყროვანსაც სძულს კაცი ამის შიშისათვის რათა საზრდელი არ მოუღოს; ეშმაკი ღვთისა მიერის ნათლისაგან ილტვის და ჰსძულს; ნაყროვანიც ნათლისაგან ილტვის და ჰსძულს.
 
თემატური კითხვები
0