არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად

დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი - ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე? დრო - ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ასევე ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვისა, იმის შეძენისა, რაც მარადისობაში განიხსნება.
    აქ, მიწაზე ყოფნაა, მარადისობაში კი ჭეშმარიტი მყოფობაა. დრო ადამიანის გამოცდის ველია, მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებაა. ამიტომ მარადისობა ქრისტიანისათვის წინასაუკუნო მადლთან სულის დროში თანაზიარობით იხსნება. ხატოვნად რომ ითქვას: მარადისობა - ეს თითქოს ღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსთვის, ისევე როგორც ძველი წარმართისთვის, დრო მარტოოდენ სიკვდილის წინკარია, ყოფიერების მსხვრევაა. ამიტომ ურწმუნოთ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ - დაივიწყონ იგი.
    ქრისტიანისთვის დრო - ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა, მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღვთის უსასრულო კარგვად იქცეს.
 
6