
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
დრო
წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი
წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი მოიმწყვდია, შემდეგ შლის და ხედავს, რომ ხელისგულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია ადამიანისათვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის როგორც ფართო, უხმაურო მდინარე. ადამიანი რასაც უნდა აკეთებდეს: ეძინოს თუ მღვიძარებდეს, მუშაობდეს თუ ლოცულობდეს, ცხოვრების არსზე ფიქრობდეს, თუ თავისი ვნებების ამაოებაში იყოს ჩაფლული, საათ-საათ, დღე და დღე ამ მდინარის დინების შეჩერება არ შეიძლება, ისე დროს ვერ შეაჩერებ. ისტორიის გმირები დიად საქმეებს სჩადიოდნენ: მტრებზე იმარჯვებდნენ, უზარმაზარ იმპერიებს ქმნიდნენ, მიუდგომელ სიმაგრეებს აგებდნენ, ჯაჭვებზე დაკიდებულ ყვავილნარებსა და ბაღებს აშენებდნენ, აღმართავდნენ შენობებს, რომლებსაც მსოფლიოს საოცრებანი ეწოდათ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო დაებრუნებინა თუნდაც ერთი გარდასული წამი. კაცობრიობიდან ვერც ერთმა უგონიერესმა ადამიანმა ვერ შეძლო დროის მდინარის შემობრუნება. ამ მდინარემ ისინი, როგორც ქვიშის მარცვალნი, მარადისობის ოკეანეში წაიღო. მათ გამოიღვიძეს უმყოფობიდან და კვლავ ძილს მიეცნენ.
|