
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა:
ღმერთი
სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი
სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი რამის შექმნა, რაც სამომავლოდ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარი გახდებოდა. ღმერთს არმყოფობიდან მყოფობაში შემოჰყავს და ქმნის ყოველივეს მოუკლებლივ: ხილულს, არხილულს და ამავე ხილულისა და უხილავისაგან შედგენილ ადამიანს. ქმნის აზრობრივად, მის საქმედ ქცევას აღასრულებს სიტყვა და განასრულებს სული.
|