რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის სიწმიდედ, სულიწმიდის ენერგიის მატარებლად იქცევა. ამის შესანიშნავი მაგალითია ევქარისტიის საიდუმლო, რომლის დროსაც უბრალო პურის ნატეხი და მცირეოდენი ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად და, ამასთან, ისინი არ კარგავენ თავიანთ ბუნებრივ თვისებებს. სხვა სიტყვებით - ადამიანი ხედავს პურსა და ღვინოს, შეიგრძნობს მათ გემოს, მაგრამ სინამდვილეში ეს მსხვერპლად შეწირული ქრისტეს ღვთაებრივი სხეულია, რომელიც ზიარების მიმღების სულიერი მდგომარეობის მიხედვით, არის ან სულიერი საზრდო, წყარო სულიერი ცხოვრებისა და უკვდავებისა, ანდა ცეცხლი დამწველი. ეს ყველა სხვა საიდუმლოსაც ეხება.
|