წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ

თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მივაღწიეთ სისრულესა და მთლიანობას - ჩვენი ძიების მიზანს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც უმეტესი. უნდა ვხარობდეთ იმაზე, რომ როგორი ღარიბებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ასე მდიდრები ვართ. მაგრამ ამავდროულად ღვთის სასუფევლის ჭეშმარიტი საუნჯისაკენ ლტოლვაში საკუთარი თავი იმით არ უნდა დავაკმაყოფილოთ, რაც უკვე გვაქვს, რომ ზურგი არ შევაქციოთ იმას, რაც ჯერ კიდევ წინაა.
 
0