წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერიათ პირზე?
მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.
ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახის შესაქმნელად, მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ, დროზე დაასრულონ საქმე.
ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; მის სხეულს აძაბუნებს ცეცხლის კვამლი და ნიადაგ ებრძვის ქურის მხურვალებას; უროს ხმა უხშობს მას ყურთასმენას, თვალები ჭურჭლის ყალიბისკენ უჭირავს, მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი.
ასევეა მექოთნეც, რომელიც თავის საქმეს უზის და ფეხებით ბორბალს ატრიალებს, მუდამ თავის საქმეზე ზრუნავს და მთელი თავისი ნაწარმი აღრიცხული აქვს.
ხელით სახეს აძლევს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმაგრეს არბილებს; ფიქრად აქვს, გაასრულოს მოჭიქვა და ბოლოს მისი საზრუნავი ღუმელის გასუფთავებაა.
ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში.
მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი და არც ხალხი არ დასახლდება და არ იცხოვრებს იქ.
მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე იწვევენ: არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ. არც სასჯელს აცხადებენ და არც განაჩენს, და არც იგავებს იგონებენ, მაგრამ წუთისოფლის საფუძველს ამყარებენ და თავიანთი ხელოვნების წარმატებაზე ლოცულობენ.

|