წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

თავშეკავებული განეშორება ნაყროვანებას, არამომხვეჭელი - ანგარებას, მდუმარე - მრავლისმეტყველებას,

თავშეკავებული განეშორება ნაყროვანებას, არამომხვეჭელი - ანგარებას, მდუმარე - მრავლისმეტყველებას, წმინდა - ავხორცობას, ქალწული - სიძვას, ზომიერი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - დაბრკოლებას, თავმდაბალი - პატივმოყვარეობას, მორჩილი - კამათს, მამხილებელი - პირმოთნეობას; მსგავსად, მლოცველიც განერიდება უსასოობას, (ნებაყოფლობითი) უპოვარი - მრავლისმომხვეჭელობას, აღმსარებელი - განდგომილებას, მოწამე - კერპთმსახურებას. ხედავ, რომ სიცოცხლის ბოლომდე აღსრულებული თითოეული სათნოება სხვა არაფერია, თუ არა ცოდვისგან განშორება? ცოდვისგან განშორება კი ბუნებრივი საქმეა და არა სასუფევლის ფასი.
 
თემატური კითხვები
0