თემა: სიბრძნე

ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ. ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი

ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ.
    ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს?
    ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს?
    ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნეების გამჭრიახობა უკუნისიდან.
    ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხე მისი ვინ შეიცნო?
    ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტმბრძანებელი.
    უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა იგი და მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს.
    მყოფობს ყოველ ხორციელში მისი ნიჭივით, მიმადლა იგი მის მოყვარულებს.
    თ. 1
 
0