ავტორი:
სიბრძნე ზირაქისა
ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა. ბოროტის ცოდნა არ არის სიბრძნე და
ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.
ბოროტის ცოდნა არ არის სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.
არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძალგეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია.
ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთის მოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ სჯულის დამრღვევს.
რაღა საფუძვლიანია, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას.
არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით.
სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს.
თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს.
თ. 19-20

|