იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს

იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს ზეციური გამოცხადების აშკარა ნიშნები ახლდა, რამეთუ ხდებოდა ანგელოზთა ან წმიდანთა და თვით უფლის გამოცხადება. მაგრამ, საერთოდ, სიზმარეულ ჩვენებებს უნდა განეკრძალო, რათა მათ მიერ ცდუნებაში არ შთავარდე, რამეთუ სიზმარეული ჩვენებების რწმენით მრავალი ცთუნდა. სიბრძნის მოყვარე ბერი თეოქტირისტე, რომელმაც შეადგინა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი, ერწმუნა სიზმრებს და ბოლოს იმგვარად ცთუნდა მათ მიერ, რომ დაიღუპა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, რათა არ გაგიტაცოს სიზმარეულმა ოცნებებმა. სიზმრების მორწმუნე საკუთარი ჩრდილის მიმდევარს ჰგავს; ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა ის, ვინც არ ერწმუნება სიზმარეულ ოცნებებს.
 
თემატური კითხვები
0