იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და

ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სულიერი მახვილი - სახელი ღვთისა: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". და იესო ტკბილიც, მოხმობისთანავე ჩვენს შემწედ მოდის და დემონებიც მაშინვე უკუიქცევიან. ვილოცოთ არა უდებებით, არამედ მხურვალედ და სულის სიღრმიდან შევღაღადოთ: "მოძღუარ, მიშველე, წარვწყმები" (ლუკ. 8, 24). თუ ღვაწლს თავიდანვე შევუდგებით, დიდი შრომა არ დაგვჭირდება. მაგრამ თუ გულისსიტყვებს უყურადღებოდ მივატოვებთ და ისინი განმტკიცდებიან, მაშინ ღვაწლიც დიდი დაგვჭირდება - ხშირად დავიძლევით და იარები დაგვაჩნდება. მაგრამ ოდეს ისევ აღვსდგებით და მოვუხმობთ, კვლავ გვეწვევა კეთილი მენავე - იესო და ჩვენს ხომალდს წყნარი და უღრუბლო ნავსაყუდელისკენ წარუძღვება.
 
თემატური კითხვები
0